Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა გაიკეთა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს “სინოფარმით” აიცრა.
“დღეს ავიცერი ჩინური სინოფარმით. მიმაჩნია, რომ კოვიდ პანდემიის დამარცხების ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. ვაქცინა გვიცავს” – წერს ნუნუკა თამაზაშვილი.