logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: მელიამ ჯერ თავი დააჭერინა და 77 დღის მერე სირბილით დატოვა საკანი
- +

30 მაისი. 2021. 00:07

 

 

„დღეს გახარიამ რამდენიმე საიდუმლოს ახადა ფარდა. აღმოჩნდა, რომ 18 თებერვალს გადადგომა იყო დაუგეგმავი, ემოციური და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას აღსრულებას არ უკავშირდებოდა,“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რთულია ებრძოლო იმ ძალას, რომლის პრემიერ-მინისტრიც იყავი.

 

„დღეს გახარიამ რამდენიმე საიდუმლოს ახადა ფარდა. აღმოჩნდა, რომ 18 თებერვალს გადადგომა იყო დაუგეგმავი, ემოციური და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას აღსრულებას არ უკავშირდებოდა... ასე გვითხრა მაშინ, მაგრამ მოგვატყუა.... ახლა, 3 თვის მერე, გადადგომის სხვა მიზეზების ,,ჩამატება" ძალიან არადამაჯერებელი და ხელოვნური ჩანდა. 1. პარტია 18 თებერვალს ვერ დაშორდებოდა მოქალაქეების რეალურ პრობლემებს. 2. სავარაუდო კორუფცია და ნეპოტიზმიც 18 თებერვლის მერე ვერ დაიწყებოდა და თუ ასეთი არსებობდა, რა გააკეთა მის წინააღმდეგ. 3. და ყველაზე მთავარი, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება სწორედ სახელმწიფო ინტერესია და არა პარტიული, იმ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 2012 წლამდე სასამართლო სისტემაზე რეალურად უკეთესია. კანონის უზენაესობის პრინციპი უმთავრესია და ეს ევროკავშირის ფონდის გადახდილმა გირაომაც დაადასტურა, იმ გირაოს გადახდამ, რომლის გამოც მელიამ ჯერ თავი დააჭერინა და 77 დღის მერე სირბილით დატოვა საკანი, თან ,,ნაცმოძრაობა" ორშაბათს პარლამენტში შედის. ასეა, რთული ებრძოლო იმ ძალას, რომლის პრემიერ-მინისტრიც იყავი და 3 თვის მერე ებრძოლო იმ ,,პრობლემებს" რომლებსაც თანამდებობაზე ყოფნის დროს არც კი ახსენებდი“, -წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner