ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სულ ვფიქრობდი და მაინტერსებდა რატომ დაარქვა
ბადრი პ ა ტ ა რ კ ა ც ი შ ვ ი ლ მ ა მის მიერ დაარსებულ
ტელევიზიას "ი მ ე დ ი"... ცოტა უცნაური სახელწოდებაა
ტელევიზიისთვის... ამას წინათ, ინტერნეტში რაღაცეებს
ვნახულობდი და აღმოვაჩინე, რომ ი ს რ ა ე ლ ი ს
სახელმწიფო ჰიმნს ჰქვია "ა ტ ი კ ვ ა" - ანუ "იმედი"!
კაცი, რომელსაც უყვარდა თავისი ე რ ი - ებრაელები!
და უყვარდა თავისი ს ა მ შ ო ბ ლ ო - საქართველო!
კარგი კაცი! ცხოვრებაში სად არ მიმუშავია, მაგრამ
ერთდაერთი დაწესებულება, სადაც თანამშრომლებს
დახურვის შემდეგ კ ო მ პე ნ ს ა ც ი ე ბ ი მისცეს სამი
თვის ხელფასის ოდენობით - იყო პატარაკაციშვილის
კუთვნილი მედია-ჰოლდინგი "მ თ ა ვ ა რ ი გაზეთი"...
პ ა ტ ი ვ ი ს ც ე მ ა და ხსოვნა ამ კარგ ადამიანს!“ - წერს სვანიძე.