logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: რუსეთი გააძლიერებს თავის გავლენას კავკასიის რეგიონში და შესაძლებელია, თურქეთმა მას მხარი დაუჭიროს
- +

16 ივლისი. 2016. 17:43



სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ თურქეთში მიმდინარე პროცესებს არანაირი კავშირი არ აქვს საგარეო ფაქტორებთან. მაისაია არ გამორიცხავს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ახლო აღმოსავლეთზე გადართვას და რუსეთის გავლენის გაძლიერებას კავკასიაში.


„ეს არის თურქეთის შიდა პოლიტიკური პროცესები და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ზოგადად საგარეო ფაქტორებთან. რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, ერდოღანი კიდევ უფრო გააძლიერებს თავისი მმართველობის ბერკეტებს, იგი გახდება უფრო უფრო ხისტი და მყარი თავისი გეოპოლიტიკური ამბიციების და გეგმების განხორციელებაში. თუმცა, არის ერთი საშიშროება, რომ რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსების შემდეგ, არ არის გამორიცხული, ერდოღანი გადაერთოს ახლო აღმოსავლეთზე და კავკასიის რეგიონი მთლიანად დაუთმოს რუსეთს. ფაქტობრივად, დღეისთვის თურქეთის პრეზიდენტი ალბათ შეეცდება, აღმოსავლეთში დაიწყოს პოზიციის გამყარება და ქურთების საკითხს წერტილი დაუსვას. ამიტომ, შოიგუს განცხადება, რომელშიც მან სირია და სამხრეთ კავკასია ერთმანეთს შეადარა და რომელიც დაემთხვა ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბარს, უკვე ნიშნავს, რომ რუსეთი გააძლიერებს თავის გავლენას კავკასიის რეგიონში და შესაძლებელია, რომ თურქეთმა ამ შემთხვევაში მას მხარი დაუჭიროს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner