თურქეთის საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთში 2745 მოსამართლე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლეებისა და პროკურორების უმაღლესმა საბჭომ მიიღო.
საბჭო იმ დისციპლინური ზომების განსახილველად შეიკრიბა, რომლის გამოყენებასაც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში მონაწილეთა წინააღმდეგ მიიღებდნენ.
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 1440 ადამიანი. სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა 2839 მეამბოხე დააკავეს.