logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რუს ჩინოვნიკებზე სანქციების გამკაცრებას ითხოვს
- +

30 მაისი. 2021. 12:35

 

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რუს ჩინოვნიკებზე სანქციების გამკაცრებას ითხოვს. ინფორმაცია სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის განცხადებით, აუცილებელია რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან, დისიდენტებთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარება.

 

დავიდ სასოლი თვლის, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, რომელიც მინსკში „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმას და ბელარუსი ჟურნალისტის დაკავებას ეხება, რასაც ევროკავშირის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა, შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთისა და ბელარუსის კიდევ უფრო დაახლოებას.

 

გარდა ამისა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ბელარუსი ჟურნალისტის გათავისუფლების მიზნით, დაჟინებით მოითხოვს ბელარუსზე ზეწოლის გაგრძელებას და ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში და ევროპარლამენტში, რომან პროტასევიჩის სურათების განთავსებას.

 

ბელარუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის და მისი პარტნიორის, სოფია საპეგას დაკავება 23 მაისს მოხდა, როდესაც ბელარუსის ხელისუფლებამ იძულებით დასვა „რაინეარის“ თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში. ინციდენტის გამო აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა რიგი სანქციები დააწესეს ბელარუსის მიმართ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner