logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: არ მგონია, თურქეთში მიმდინარე მოვლენებმა საქართველოზე გავლენა იქონიოს
- +

16 ივლისი. 2016. 18:15



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი „რეპორტიორთან" თურქეთში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული პროცესები სისტემის კრიზისზე მიუთითებს. ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ თურქეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე გავლენას არ მოახდენს.


„თურქეთში მიმდინარე მოვლენები, გარკვეულწილად, სისტემის კრიზისზე მიუთითებს. შეფასება რთულია, მაგრამ უახლოეს მომავალში გამოჩნდება ძირითადი ტენდენციები. ერთი, ეს არის ავტორიტარული და მკაცრი ხედვის პოლიტიკა, რომელიც შესაძლოა წამოვიდეს ერდოღანისგან. მეორე მხრივ, შესაძლოა, ასე ვთქვათ, უკმაყოფილება გაიზარდოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში.

 

არა მგონია, ჩვენს ურთიერთობებზე ან ზოგადად საქართველოზე თურქეთში მიმდინარე მოვლენებმა რაიმე გავლენა იქონიოს", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner