logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პუტინთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თემას წამოწევს
- +

30 მაისი. 2021. 23:10

 

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თემას წამოწევს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, ვაშინგტონი არ აპირებს „უმოქმედოდ ყოფნას“, როდესაც პუტინი ადამიანის უფლებებს არღვევს.

 

„პრეზიდენტ პუტინს რამდენიმე კვირაში ჟენევაში შევხვდები და მკაფიოდ განვუმარტავ, რომ ჩვენ არ ვიქნებით უმოქმედოდ, არ მივცემთ მას უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა 16 ივნისს, ჟენევაში გაიმართება. შეხვედრის ინიციატორი ამერიკული მხარეა. ბაიდენი პუტინს ტელეფონით 13 აპრილს ესაუბრა და რუსეთის სამხედროების უკრაინის საზღვრებთან მობილიზაციის გამო შეშფოთება გამოთქვა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner