logo_geo
eng_logo
ვალერიან ბოდაველი: „ქართული გენისა“ და „გორდას“ წევრები უკვე გამოემგზავრნენ
- +

16 ივლისი. 2016. 18:18



სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსულმა ვალერიან ბოდაველმა განაცხადა, რომ ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლების „ქართული გენისა" და „გორდას" წევრები სტამბოლიდან საქართველოსკენ უკვე გამოემგზავრნენ.

ანსამბლების წევრებს ბოდაველი სტამბოლში, დაახლოებით 11:00 საათისთვის შეხვდა და მათ მიერ მოთხოვილი საჭირო საგნები გადასცა, ასევე საჭმელი, წყალი და მედიკამენტები. ჯგუფის წევრებს სასტუმროში დარჩენა არ მოუთხოვიათ და შეხვედრის შემდეგ საქართველოსკენ გამოემართნენ.

ვიცე-კონსულის განცხადებით, ერთ მოზარდს დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ერთს კი ნაკაწრები ჰქონდა ფეხზე, რაც ბულგარეთში ცეკვის დროს მიიღო. საკონსულოს წარმომადგენელმა მათ შესთავაზა ექიმი, თუმცა უარი განაცხადეს, რადგან მოზარდს ფეხის სერიოზული ტრავმა არ ქონდა და იგი ადგილზე დაუმუშავეს.


„გუშინდელი ამბების გამო სტამბოლში ყველა გზა გადაკეტილი იყო. მათ არჩიეს, გაჩერებულიყვნენ უსაფრთხო ადგილას. დილით, როცა შედარებით სიტუაცია სტაბილური გახდა, დავუკავშირდით. გადავამოწმეთ, რომ გზები გახსნილი იყო და დაძრულიყვნენ. შემდეგ შევხვდი და გადავეცით მედიკამენტები, რაც მოითხოვეს, მცირეოდენი საკვები და სასმელი წყალი. უკვე გამოემგზავრნენ. დაახლოებით 14 საათი სჭირდებათ, რომ საქართველოს საზღვართან მოვიდნენ", - დასძინა  ბოდაველმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner