შეერთებული შტატები მოუწოდებს ამერიკელ პილოტებს, ბელარუსის საჰაერო სივრცეში გადაადგილების დროს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ. როგორც „ამერიკის ხმის“ უკრაინულენოვანი რედაქცია იუწყება, შესაბამისი გაფრთხილება აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ვაშინგტონმა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა, ასევე მკაცრად დაგმო „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებითი დაშავება და ბორტზე მყოფი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავება.
28 მაისს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებენ.