logo_geo
eng_logo
ისრაელში ოპოზიცია ერთიანი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდა
- +

31 მაისი. 2021. 02:58

 

ისრაელში ოპოზიცია ერთიანი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობის დატოვება მოუწევს.

 

როგორც „ბიბისი“ წერს, ულტრანაციონალისტური პარტიის ლიდერი ნაფტალი ბენეტი ცენტრისტული პარტიის ლიდერ იაირ ლაპიდთან ერთად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას დათანხმდა.​ ლაპიდს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის ვადა 2 ივნისამდე ჰქონდა.

 

ისრაელის მედია იუწყება, რომ ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდება, შემდეგ კი პოსტს იაირ ლაპიდს დაუთმობს.

 

შეგახსენებთ, რომ ისრაელში ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში არჩევნები ოთხჯერ გაიმართა, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებისთვის საჭირო უმრავლესობა ვერ ერთმა პარტიამ მიიღო.

 

უკანასკნელი არჩევნების შემდეგ თავდაპირველად ისრაელის მთავრობის ჩამოყალიბება მოქმედ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალეს, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა, რის შემდეგაც, 5 მაისს ისრაელის მინისტრთა კაბინეტის ფორმირება პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს მეტოქეს, იაირ ლაპიდს დაავალა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner