logo_geo
eng_logo
აგრარული კომიტეტების თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ზუგდიდში, ფერმერებთან შეხვედრები გამართა
- +

31 მაისი. 2021. 10:17

 

 

აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ფერმერებთან შეხვედრები გამართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ვიზიტის ფარგლებში მათ USAID-ის და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო პირველადი და გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერეს.

 

მოინახულეს თხილის საშრობი და საწყობი ცენტრი, ასევე, მარწყვის სათბურები, სადაც მოსავალს უწყვეტად იღებენ და საქართველოს მასშტაბით ქსელურ მაღაზიებსა და საკონდიტრო საწარმოებს ამარაგებენ. სამუშაო ჯგუფის წევრები ესტუმრნენ ლოკოკინების ფერმას, რომელიც ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტს იტალიაში ახდენს.

 

ფერმერების მიერ გამოთქმული მოსაზრებები თემატური მოკვლევის დასკვნით რეკომენდაციებში აისახება.

 

შეხვედრებში მონაწილეობდნენ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი და თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის წევრები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner