თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს" და გაზეთი „Hurriyet"-ის გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სააპელაციო სასამართლოს 140 მოსამართლეზე დაკავების ორდერი გაიცა.
შეგახსენებთ ასევე, რომ 2 745 მოსამართლე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მათ ფატიულაჰ გიულენთან კავშირში ედება ბრალი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.