logo_geo
eng_logo
ზემო რენეში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
- +

31 მაისი. 2021. 12:46

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო რენეში არსებული საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი დასრულდა და   სამშენებლო სამუშაოები  დაიწყო.

 

ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ  8 სოფელში, რომელთაგანაც  4 გამყოფი ხაზისპირა სოფელია, ხოლო 3 კი - მაღალმთიანი,  30 წელია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს და მშობლებს ბავშვები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში დაჰყავთ.

 

თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებულ და აღჭურვილ ორჯგუფიან საბავშვო ბაღში, შესაძლებელი გახდება, ბავშვებმა სკოლამდელი განათლება კომფორტულ  გარემოში მიიღონ. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ამასთან შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილებიც.

 

„მერიის  პრიორიტეტია, ბავშვებს კომფორტული და უსაფრთხო გარემო შეუქმნას.  მიმდინარე წელს ახალ შენობაში გადავლენ იგოეთის, გრაკალის და სადგურ მეტეხის დასახლებაში მცხოვრები პატარები. პარალელურად გრძელდება სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

ზემო რენეს საბავშვო ბაღის სამუშაოების ღირებულება 684 112 ლარია და  ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner