აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას განახორციელებს, რათა მან ადამიანის უფლებებს პატივი სცეს.
„რამდენიმე კვირაში პრეზიდენტ პუტინს ჟენევაში შევხვდები და მკაფიოდ განვაცხადებ, რომ არ მოვითმენთ და მას ადამიანის უფლებების ბოროტად გამოყენების საშუალებას არ მივცემთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში გაიმართება.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს ჯო ბაიდენი ბელარუსისა და უკრაინის საკითხს წამოწევს.