logo_geo
eng_logo
ოფიციალური პარიზი დანიისა და აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ევროპელ ლიდერებზე ფარული თვალთვალის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შემაშფოთებელს უწოდებს
- +

31 მაისი. 2021. 13:42

 

 

ოფიციალური პარიზი დანიისა და აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ევროპელ ლიდერებზე ფარული თვალთვალის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შემაშფოთებელს უწოდებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა განაცხადა.

 

„ეს ძალზე სერიოზული ამბავია. ჩვენ უნდა გადავამოწმოთ, დაუშვა თუ არა დანიამ შეცდომები ამერიკულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისას. შემდეგ უნდა ვნახოთ, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ამერიკული მხარის მხრიდან პოლიტიკურ ლიდერებზე ფარულ თვალთვალს“, - აღნიშნა ევროპულ საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა.

 

მისი თქმით, მოკავშირეებს შორის ნდობა უნდა არსებობდეს.

 

„ამიტომაც ეს პოტენციური ფაქტები შემაშფოთებელია. ჩვენ უნდა გადავამოწმოთ ისინი და შემდეგ დასკვნები გამოვიტანოთ თანამშრომლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა კლემან ბონმა.

 

ევროპული მედიასშუალებები „Süddeutsche Zeitung“, „ARD“ და „WDR“ ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის თანახმად, დანიის სამხედრო დაზვერვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ევროპელ ლიდერებზე, მათ შორის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე, ფარული თვალთვალის განხორციელებაში ეხმარებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner