logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: სიტუაცია მშვიდდება
- +

16 ივლისი. 2016. 19:53



პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია განცხადებას ავრცელებეს:


ვწუხვართ, იმ ადამიანური მსხვერპლის გამო, რომელიც თურქეთში განვითარებულ მოვლენებს მოყვა. თურქეთი ჩვენი მეზობელი და პარტნიორი ქვეყანაა, ამიტომ იქ სტაბილური, მშვიდობიანი ვითარების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. თურქეთში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით  წუხელ ღამით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ­მინისტრმა, წუხელვე შეიკრიბა უშიშროების საბჭო და მოხდა ყველა შესაძლო საფრთხის გაანალიზება. თურქეთში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის გავრცელებისთანავე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა მის თურქ კოლეგას და პირადად მიიღო ინფორმაცია მეზობელ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გენერალური საკონსულო თურქეთში და ყველა შესაბამისი უწყება. მოსახლეობას ოპერატიულად მიეწოდებოდა ინფორმაცია თურქეთში არსებული ვითარების, თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოქალაქეების შესახებ, საკონსულოს და პირადად საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიერ. საქართველოს შსს­საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის, ასევე საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით დროებოთ შეზღუდა, ხოლო საპირისპირო მიმართულებით - თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში - შეუფერხებლად ხორციელდებოდა. შს მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადავიდა საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე. მობილიზებული იქნა შსს­სასაზღვრო პოლიციის სრული პირადი შემადგენლობა, საქართველო­თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით განსაკუთრებული კონტროლის ზომები გატარდა. ასევე, მობილიზდა სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, რომლებიც აჭარის საზღვაო აკვატორიას აკონტროლებენ. ამ დროისთვის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზუდვები უკვე მოხსნილია და საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო, საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ. თურქეთში ამ დროისთვის სიტუაცია მშვიდდება. საქართველოს ხელისუფლებას სათანადო ზომები მიღებული აქვს და თურქეთში ვითარების საბოლოოდ დასტაბილურებამდე ყველა შესაბამისი უწყება სრული დატვირთვით იმუშავებს",­წერს ეკა ბესელია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner