logo_geo
eng_logo
კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, გორის მუნიციპალიტეტის ორ სკოლასა და სამ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა
- +

31 მაისი. 2021. 14:43

 

 

გეგმური ტესტირების ფარგლებში გამოვლენილი კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების გამო, გორის მუნიციპალიტეტის ორ სკოლასა და სამ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის შემთხვევები გორის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებში დაფიქსირდა, შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, 10 ივნისამდე დისტანციური სწავლების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

აღნიშნულის გარდა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2 ივნისამდე დისტანციური სწავლების რეჟიმი მოქმედებს გორის მეშვიდე, სოფელ პატარა მეჯვრისხევისა და კარალეთის #1 საჯარო სკოლებშიც.

 

კოვიდ-ინფექციის შემთხვევების დადასტურების გამო, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა სამ საბავშვო ბაღშიც. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელის ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, გეგმური ტესტირებისას კოვიდ 19 სოფლების - სვენეთის და რეგის და ასევე გორის მე-19 ბაღის თანამშრომლებს დაუდასტურდათ, რის გამოც სკოლამდელი აღზრდის სამივე დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner