დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა.
მისი ინიაციატივით, ბათუმის მერიამ 16 მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც 6 და მეტი შვილი ჰყავს, საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა.
მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებები საკრებულომ დღეს დაამტკიცა.
მანამდე აღნიშნული პროგრამით 7 და მეტ შვილიანი ოჯახები სარგებლობდნენ. ცვლილებების თანახმად, საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში იმ მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემათ, რომლებსაც 6 და მეტი შვილი ჰყავთ.
დღესვე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობასთან დაკავშირებით, რომლითაც სარგებლობას შეძლებენ: პენსიონერები, მასწავლებლები, სტუდენტები, სკოლის მანდატურები, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები.