logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: ორი წლის ჭრილში 21%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს
- +

31 მაისი. 2021. 15:37

 

 

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რამდენად დიდია რეალურ გამოსახულებაში მიმდინარე წლის აპრილის ეკონომიკური ზრდა, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის აპრილში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

 

მინისტრმა განმარტა, რომ რეალური ზრდის გამოსათვლელად ძალიან მარტივი მეთოდი არსებობს.

 

„ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ახლანდელი მაჩვენებლები 2019 წლის მაჩვენებლებს და დაახლოებით 21%-იან ზრდას მივიღებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიის ეფექტი თუ ამოვიღეთ, ორი წლის ჭრილში 21%-იანი ზრდა გვაქვს. თითოეულ წელზე ორნიშნა ზრდა გამოდის და, შესაბიმისად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ახლანდელი ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია არა მაღალი საბაზისო ეფექტით, არამედ ეკონომიკის რეალური ზრდით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 44.8 %-ით გაიზარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner