logo_geo
eng_logo
ბინალი ილდირიმი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს გიულენს, არ იქნება თურქეთის მეგობარი
- +

16 ივლისი. 2016. 20:57


ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს ფათულა გიულენს, არ იქნება თურქეთის მეგობარი და ჩაითვლება, როგორც NATO-წევრ ქვეყანასთან ომში ჩართული, - ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.


თურქეთის ხელისუფლების აზრით, სამხედრო გადატრიალების უკან სწორედ გიულენის მომხრეები დგანან. თურქეთის მთავრობა ფათულა გიულენს, რომელიც წლებია პენსილვანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, „პარალელური სტრუქტურის" შექმნაში და გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.


ფათულა გიულენი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მეგობარი და მოკავშირე იყო, თუმცა მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გიულენმა ერდოღანის მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner