„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს ფათულა გიულენს, არ იქნება თურქეთის მეგობარი და ჩაითვლება, როგორც NATO-ს წევრ ქვეყანასთან ომში ჩართული, - ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.
თურქეთის ხელისუფლების აზრით, სამხედრო გადატრიალების უკან სწორედ გიულენის მომხრეები დგანან. თურქეთის მთავრობა ფათულა გიულენს, რომელიც წლებია პენსილვანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, „პარალელური სტრუქტურის" შექმნაში და გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
ფათულა გიულენი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მეგობარი და მოკავშირე იყო, თუმცა მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გიულენმა ერდოღანის მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.