logo_geo
eng_logo
მანუჩარ მაჩაიძე: გაგიჟდა და ჩემი მოკვლა განიზრახა!
- +

31 მაისი. 2021. 16:33

 

 

„ძალიან გულღრძო და სისხლიანი ბიჭი აღმოჩნდა, რადგან ამომიჩემა და ჩემთვის ქონების წართმევა მოინდომა, რაც შეასრულა კიდეც“, - ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა მანუჩარ მაჩაიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

„სააკაშვილი გავიცანი პარლამენტში, როცა საქართველოს პარლამენტის წევრი გავხდი. ნაცების მომავალი ლიდერი, რომელიც მაშინ შევარდნაძის მზეს იფიცებდა, ძალიან გულღრძო და სისხლიანი ბიჭი აღმოჩნდა, რადგან ამომიჩემა და ჩემთვის ქონების წართმევა მოინდომა, რაც შეასრულა კიდეც.

 

მაშინ ეგ ავადმყოფი და მთელი მაგის ბანდა „მოქალაქეთა კავშირს“ წარმოადგენდნენ და პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან მამის სახელისა და ეროვნების ამოშლას ემხრობოდნენ, რასაც ცხონებული გურამ შარაძე, მე და კიდევ რამდენიმე კაცი პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ ვაპროტესტებდით. სწორედ მაშინ დავწერე წიგნი — „ერი და თანამედროვეობა“, სადაც მივუთითე, რომ ბნელ და გავლენიან ძალებს განზრახული ჰქონდათ ერების გაქრობა. ამ წიგნის არსებობის შესახებ სააკაშვილმა რომ გაიგო, სულ მთლად გადაირია, გაგიჟდა და ჩემი მოკვლა განიზრახა!“ - განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner