logo_geo
eng_logo
ჯონ კერი: ვაშინგტონი შესაძლებლად მიიჩნევს განიხილოს ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნა
- +

16 ივლისი. 2016. 20:57


ვაშინგტონი შესაძლებლად მიიჩნევს განიხილოს ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნა, თუ თურქეთის მთავრობა მის დანაშაულებრივ საქმიანობაზე მტკიცებულებას წარმოადგენს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა. ლუქსემბურგში ვიზიტისას ჯონ კერიმ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს არ მოუთხოვია გიულენის ექსტრადიცია.


თურქეთის ხელისუფლებამ 16 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთი მტრად განიხილავს ყველა ქვეყენას, რომელიც გიულენს უჭერს მხარს.


თავად ფეთჰულა გიულენმა სამხედრო გადატრიალება დაგმო და მასთან ნებისმიერი კავშირი უარყო.

 

მსგავს განზრახვასთან რაიმე კავშირში დადანაშაულება, ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია", - ნათქვამია გიულენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner