logo_geo
eng_logo
ბელგია COVAX პლატფორმას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 მილიონ დოზას გადასცემს
- +

31 მაისი. 2021. 17:05

 

 

ბელგია COVAX პლატფორმას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 მილიონ დოზას გადასცემს.

 

როგორც ბელგიის საკოორდინაციო საბჭოში განაცხადეს, ივლისის ბოლოს შეძლებენ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 100 000 დოზა COVAX-ს გაუზიარონ და ამით ბელგიამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანოს.

 

„ასტრაზენეკას“ გარდა ბელგია სხვა ქვეყნებს „ჯონსონის“ მიერ შექმნილ ვაქცინასაც გადასცემს და ამის თაობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. საკოორდინაციო საბჭოში განმარტეს, რომ „კოვაქსმა“ ბელგიას სპეციალური მაცივრების გარეშე შესანახი ვაქცინების დონაცია სთხოვა.

 

ბელგიაში „ასტრაზენეკასა“ და „ჯონსონის“ ვაქცინებზე ასაკობრივი შეზღუდვაა დაწესებული. ამ ორი ვაქცინის ადმინისტრირება 40 წლამდე მოქალაქეებსა და რეზიდენტებში არ ხდება.

 

31 მაისის მონაცემებით, ბელგიაში ზრდასრული მოსახლეობის 49,8 %-მა ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო. სრულყოფილად აცრილია 2 075 003 ადამიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner