„რაინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გამო, ბელარუსის დიპლომატიური მისიის წევრებს NATO-ს შტაბ-ბინაში შესვლა შეეზღუდებათ.
აღნიშნულის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ბელარუსი პერსონალისთვის NATO-ს შტაბ-ბინაში შესვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მივიღეთ“, – აღნიშნა ბლოკის გენერალურმა მდივანმა.