„ნატოს ეს სამიტი იქნება მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის. სამიტი ერთი დღე გაგრძელდება. შესაძლოა შემდეგ უფრო მეტი დრო იყოს და სავარაუდოდ იქნება მაღალ დონეზე პარტნიორებთან შეხვედრები“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე არ შემიძლია გითხრათ, თუ როდის იქნება პარტნიორებთან სამიტის დონეზე შეხვედრა. რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონს, ნატოს წარმომადგენლობა გაზარდა რეგიონში, სადაც გვყავს სამი წევრი - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი. ასევე ორი ძალზედ ღირებული პარტნიორი საქართველო და უკრაინა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მათთან. ვთანამშრომლობთ საქართველოს სანაპირო დაცვასთან. ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. ხდება ინტენსიურ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლა. ნატო წარმოდგენილია შავი ზღვის რეგიონში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.