ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.
„დღეს ევროკომისიამ 12-15 წლის პირებში BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ახლა წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ვაქცინაცია ახალგაზრდებს შორის დაიწყონ. კრიზისის დასასრულებლად თითოეული დოზა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ევროკომისარმა.