logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი: ეკონომიკა თანმიმდევრული ნაბიჯებით სწრაფად აღდგება
- +

1 ივნისი. 2021. 01:35

 

 

„აპრილში თითქმის 45%-იანი ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება“, - ამის შესახებ ტვ „იმედის“ ეთერში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

 

„თანმიმდევრული ნაბიჯებით მოხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. რაც იმას ნიშნავს, რომ თავისთავად ცხადია ქვეყანა განვითარდება სწრაფად“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1 პროცენტია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner