logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ეკონომიკა რეცესიიდან გამოსვლას დაგეგმილზე სწრაფად იწყებს
- +

1 ივნისი. 2021. 01:55

 

 

„მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული დადებითი ეკონომიკური დინამიკა იძლევა შესაძლებლობას, პოზიტიური მიმართულებით გადაიხედოს არა მხოლოდ ზრდის, არამედ  მაკროეკონომიკური პროგნოზები მთლიანად. აპრილში უპრეცედენტოდ მაღალი 44.8-პროცენტიანი ზრდა, მზარდი ექსპორტის ფონზე, ბუნებრივია, აძლიერებს პოზიტიურ მოლოდინებსაც“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„მიმაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ, მომზადებული 3 შესაძლო სცენარიდან(საბაზისო, ოპტიმისტური და პესიმისტური), დიდი შანსია ზრდის განახლებული პროგნოზი, არა თუ საბაზისო  სცენარით  განვითარდეს, რაც   2021 წელს, ეკონომიკური ზრდის წინა 4.3 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, შედარებით მეტი  6.5 პროცენტი იყოს, არამედ სულაც  ოპტიმისტურ სცენარით განვითარდეს და 2021 წელს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა- 10.2 პროცენტის დონეზე დაფიქსირდეს, რაც არა თუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მაღალი იქნება!

ეს სცენარი რეალისტურია, რადგან ზრდის ტრენდზეა პრაქტიკულად ეკონომიკის  ყველა სექტორი, რაც მაისში ეკონომიკის გახსნასთან ერთად, შეუქცევადი და კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, ხოლო  მიმდინარე წელს ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება ვიდრე მოსალოდნელი იყო, კონკრეტულად, კი 2019 წლის 40-45 პროცენტის დონეზე;  

ნიშანდობლივია, რომ საპროგნოზო დაშვებებზე სწრაფად უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და მთავრობის ვალის შემცირების მაჩვენებელი ამავდროულად, რაც ზრდაზე მხოლოდ დადებითად აისახება.

ყველა ეს მაკროეკონომიკური პარამეტრი მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად იწყებს გამოსვლას რეცესიიდან და სულაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ციკლში გადადის, რაც არა მხოლოდ დასაქმებაზე აისახება დადებითად, არამედ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ზრდის მაღალი ფაქტორიდან გამომდინარე!“, - წერს ექსპერტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner