„ორი დღეა „ნაცმოძრაობა-1“ და „ნაცმოძრაობა-2“ ხმაშეწყობილი საუბრობენ დავიწყოთ კონსულტაციები სხვა პარტიებთან, დავივიწყოთ წყენები, მზად ვართ ერთობისთვის ბევრი რამ დავთმოთ და ა.შ. ანუ ცდილობენ პარლამენტში შესული პარტიები „კვერით და მათრახით“ ისევ დააბრუნონ „ფანჩატურის ოპოზიციის“ მდგომარეობაში“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა კითხვა - პარლამენტში შესვლის შემდეგ რა უნდა ჰქონდეთ ამ პარტიებს საკონსულტაციო პრაქტიკულად ჩამოშლილ ბოკერიას პარტიასთან და ბოლომდე დისკრედიტირებულ ნაცმოძრაობასთან? ძლივს მათგან თავდაღწეული, ისევ მათ უნდა მიეწებონ და სახე და პოლიტიკური მომავალი დაკარგონ?!
რატომღაც მგონია, რომ პარლამენტში მოკალათებულ ამ პატარა პარტიებს (სააკაშვილი რომ "პარტიუკებს" უწოდებს) შეიძლება არც კი აწყობდეთ ვადამდელი არჩევნები მათი დავარდნილი რეიტინგიდან გამომდინარე, და უფრო აწყობდეთ მივიდნენ მშვიდად 2024 წლამდე, მანამდე კი ძალა მოიკრიბონ და მერე უკვე ახალი საარჩევნო კოდექსის პირობებში უკეთეს შედეგზე გავიდნენ.
იმედია, გონი ეყოფათ (თუმცა იმედი არ მაქვს) და ერთი და იგივე ხაფანგში ორჯერ არ ჩაყოფენ ფეხს“, - წერს ანჯაფარიძე.