logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: სხვისი გაწვრთნილი ჯარი ვერასდროს იქნება უსაფრთხოების გარანტი!
- +

16 ივლისი. 2016. 21:17


სხვისი გაწვრთნილი ჯარი და სხვისი გამოზრდილი გენერალიტეტი ვერასდროს იქნება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი", - ამის შესახებ ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე წერს, რომელიც თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:


როცა სამხედრო პოლიტიკაში ერევა დაპოლიტიკური სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს, ამას ყოველთვის უბედურება მოსდევს... თითქოსდა, დიდი ქვეყანაა თურქეთი, თითქოსდა, ძლიერი ჯარი ყავს [ასეც არის!],მაგრამ, ჯარი... პოლიტიკური დესტაბილიზაციის მთავარ წყაროდ რჩება..

 

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ჯარი თურქეთში რჩება სხვისი გავლენის ქვეშ. ეს წუხანდელმა მოვლენებმაც დაადასტურა... ეს კი უდიდესი სისუსტეა ქვეყნისათვის!

 

პ.ს.ისრაელი - მაგალითია საკუთარი ქვეყნისადმი დამოკიდებულებისა,სახურებისა, ერთგულებისა და პასუხისმგებლობისა. აბა, მიდი და ისრაელის გენერალიტეტი გახადე მარიონეტი, ვის რა გამოუვა!!! პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ ერთი რამ - მათი ძალა ხალხის მხარდაჭერაა და არა გარედან მხარდაჭერა. ამბოხებულთა ტანკებს თურქი მოქალაქეები აღუდგნენ წინ... ესაა მათი პოზიცია! ესაა მათი არჩევანი! კარგია თუ ცუდია, ეს ხალხის არჩევანია!" - წერს დემურ გიორგხელიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner