logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: როგორც ჩანს, წლის მეორე ნახევარი ბევრ პოზიტიურ სიურპრიზს შემოგვთავაზებს
- +

1 ივნისი. 2021. 03:04

 

 

„2021 წლის მეორე ნახევარში ქვეყანამ უნდა მოიშოროს საბოლოოდ პანდემიის გავლენა და თვით პანდემიაც“,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„როგორც ჩანს, წლის მეორე ნახევარი ბევრ პოზიტიურ სიურპრიზს შემოგვთავაზებს. დღეს გამოცხადებული აპრილის მშპ-ს 44.8-პროცენტიანი ზრდის შემდეგ, მთავრობა ზრდის წლიური მშპ-ს პროგნოზს 6.5 პროცენტანდმე ადრე გაცხადებული 4.4 პროცენტიდან.

თუმცა, სიურპრიზები შეიძლება გაგრძელდეს მოგვიანებით, და 2021 წლის შედეგების მიხედვით ეკონომიკის ორნიშნა ზრდაც კი მივიღოთ ოპტიმისტური სცენარით.

ქვეყანას სჭირდება პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსვლა და ზრდის ზონაში დაბრუნება.

ჩემი აზრით, პოლიტიკური არასტაბილურობაც გადაგორდა, დებატებმა პარლამენტში გადაინაცვლა, გამოჩნდა "ნამოხვანის" კრიზისის გადაჭრის გზებიც, და 2021 წლის მეორე ნახევარში ქვეყანამ უნდა მოიშოროს საბოლოოდ პანდემიის გავლენა და თვით პანდემიაც“, - წერს ექსპერტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner