logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: რამდენმა ადამიანმა გავიარეთ ეს საშინელი წნეხი, მუქარები, ცემა, იარაღის ჩარტყმა...
- +

1 ივნისი. 2021. 02:56

 

 

„მკვლელები კი ისევ დაბრუნდნენ!  ისევ თითს გვიქნევენ, ისევ -ტრაკი დააყენეო!- გვეუბნებიან და...  და ჩვენც ვაყენებთ!

ადვილია მართო მკვლელი, როდესაც მამხილებელი ფაქტები შენს ხელთაა... ჰო და, აი, პარლამენტშიც შევიდნენ!“, - ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

 

„ირაკლი იმნაიშვილი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის ჟურნალისტური გამოძიების დეტალებს იხსენებს...

თითქოს მიყუჩდება ხოლმე ამ ტრაგედიის ტკივილი. მერე ღამით, ან ვინმესთან საუბრისას, ან ასეთი ინტერვიუს მოსმენისას გაგახსენდება და...  სიცოცხლე არ გინდა...

რამდენმა ადამიანმა გავიარეთ ეს  საშინელი წნეხი, მუქარები, ცემა, იარაღის ჩარტყმა... "ტრაკი დააყენე, შემოგითვალეს!  გაიგე... ზედმეტს ნუ ტლიკინებ...

და მაინც პროკურატურაში მიცემული ჩვენებები, ბრიფინგები, ინტერვიუები...

და რა... არც არაფერი შეურაცხყოფის მეტი!

მკვლელები კი ისევ დაბრუნდნენ!  ისევ თითს გვიქნევენ, ისევ -ტრაკი დააყენეო!- გვეუბნებიან და...  და ჩვენც ვაყენებთ!

ადვილია მართო მკვლელი, როდესაც მამხილებელი ფაქტები შენს ხელთაა... ჰო და, აი, პარლამენტშიც შევიდნენ!  

არც ვიცი რითი დავამთავრო ეს პოსტი... ბოდუში ვუთხრა ზურას... მივაფურთხო ამ ხელისუფლებას, რომელმაც პარტნიორი "მეგობრების" რჩევა გაითვალისწინა და პრაქტიკულად გამოძიებული საქმე თაროზე შემოდო...

არ ვიცი....

უბრალოდ, ძალიან მტკივა  საკუთარი უსუსურება, შელახული თავმოყვარეობა და მეგობრის ღალატი....

ძალიან მტკივა ეს დაუსრულებელი დუმილი...“, - წერს ხოფერია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner