წინა ხელისუფლების დროს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ბატონებო....!
ერთი კითხავა მაწუხებს და... აი ასე ისმინება გამონათქვამი კითხვის სახით- მე ჯამბულ გამცემლიძე ახლანდელ პარლამენტის წევრების უმეტესობასთან ერთად ხჩუბსა და უბედურებაში მოვედით 2012 წლის არჩევნებამდე. მე რა გავაკეთე და რა წვლილი მიმიძღვის მათი ხელისუფლებაში მოყვანაში ამას არავის არ ვაყვედრი, არც ერთმა მათაგანმა ერთი სიტყვაც კი არა თქვა იმის თაობაზე, რომ რატომ მომიკლეს შვილი...
ყველას დავავიწყდი მეც და ჩემი შვილიც, ჩემი გიორგის ხსენება აღარ ისმის, ეს ახალი სახეები მოიკითხავენ ჩემი შვილის მკვლელს?
რისი იმედი მქონდეს ეს მაინც მითხარით......"- წერს გამცემლიძე.