logo_geo
eng_logo
ახალციხის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემა წესრიგდება
- +

1 ივნისი. 2021. 11:18

 

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.

 

ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში   მიმდინარეობს.

 

სოფლების - ვალეს, პამაჯის,  გურკელისა და წრიოხის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის  მაგისტრალური არხები იწმინდება.

 

სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში დამატებით 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო  მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს.

 

ქსელის მოწესრიგების სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ საკუთარი ძალებით ახორციელებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner