ლეკა მენაბდიშვილი თბილისის ქუჩებში არსებული მოუწესრიგებელი პარკინგის შესახებ წერს:
„ჯერ ხომ პარკინგი ისედაც ჭირს და საოცარი მდგომარეობაა, მერე კიდევ ერთი გამაგებინეთ ვის ჯიბეში მიდის ეს თანხა, აი ამ ადგილას (შარტავა. მერიის წინ) მაგალითად 2 ლარი ღირს გაჩერება მანქანის...
ანუ დილით შემიძლია ავდგე, რაღაც ადგილი ავირჩიო, შემოვიღობო, დავაყენო ვინმე ან მე დავდგე და ერთი მანქანიდან ავიღო 2 ლარი... სითი პარკს რატომ ვყიდულობ თუ კიდევ ვიღაცას 5 წუთიანი მანქანის გაჩერებაში 2ლარი უნდა ვუხადო? ქაოსია რა!"- წერს მენაბდიშვილი.