logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: წუთით წარმოვიდგინე, რომ თურქეთში დაწყებული სამხედრო კონფლიქტი ჩვენს ქვეყანას გადმოდებოდა...
- +

16 ივლისი. 2016. 21:30



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ამ მხრივ დიდი დიფრთხილე და სიფხიზლე მართებს.


„თურქეთში განხორციელებული გადატრიალების მცდელობის წუთებში კიდევ უფრო ნათლად ვიგრძენი თუ რა სავალალო მდგომარეობაში ვართ.

 

წუთით წარმოვიდგინე, რომ ჩვენს საზღვართან დაწყებული სამხედრო კონფლიქტი ჩვენს ქვეყანას გადმოდებოდა, ვის იმედად ვრჩებოდით?  უმაღლესი მთავარსარდალი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი. კომიკური ფიგურები, რომლებიც იმდენად არასერიოზულები არიან, რომ არათუ ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ საბავშვო ბაგა-ბაღს ვერ ჩააბარებ.

 

იქნებ ამის შემდეგ მაინც დავფიქრდეთ, სახელმწიფო სათამაშო არაა და ასეთი ხალხი უმაღლეს ხელისუფლებაში პირველივე მცირე კრიზისისას ქვეყანას დაღუპავს!"- წერს ბრეგაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner