„სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი ტურისტული ნაკადის მისაღებად მზადაა“, - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გააკეთა. ლაშა ხუციშვილი საბაჟოზე პროცედურების მიმდინარეობასა და კონტროლის ღონისძიებებსაც გაეცნო.
ე.წ. კომენდანტის საათის გამო საბაჟო განსხვავებული რეჟიმით, 10:00 დან 20:00 საათამდე მუშაობს. დროში შეზღუდვა არ ეხება საერთაშორისო გადაზიდვებს. საზღვრის კვეთა შესაძლებელია სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ თურქეთში გადასვლა ერთი დღით - მათ 72 საათში განმეორებით PCR ტესტირება სჭირდებათ ან იზოლაციაში გადასვლა მოუწევთ.