logo_geo
eng_logo
დავით კიკალიშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში ბრუნდება
- +

1 ივნისი. 2021. 14:07

 

„რუსთავი 2“ 27 წლის გახდა. არხი მაყურებლებს ბევრს სიახლეს ჰპირდება.

 

„რუსთავი 2“-ს უბრუნდება ტელეკომპანიისთვის ნაცნობი პროექტები და სახეები. ყოველ კვირას იხილავთ „PS“-ს, რომელსაც გურამ როგავა წაიყვანს.

 

ახალ გუნდში იქნებიან ყველასთვის ნაცნობი დავით კიკალიშვილი და დავით ნიკურაძე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ისევ ამ არხზე გაერთიანდებიან.

 

დავით კიკალიშვილი 20 წელი გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ წამყვანი იყო. 2016 წელს კი თავისი სურვილით დატოვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდა.

 

„რუსთავი 2“-ის ისტორია 1994 წელს ქალაქ რუსთავში დაიწყო. არხი საკუთარ ამბავს საუკუნის მეოთხედზე მეტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიასთან ერთად წერს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner