logo_geo
eng_logo
მარტვილში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
- +

1 ივნისი. 2021. 15:51

 

1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტში შემავალ 21-ვე საბავშვო ბაღში  ღონისძიება გაიმართა.

 

პროგრამა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. პატარები მაყურებლის წინაშე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ. ასევე  სახალისო და სანახაობრივად  მრავალფეროვანი აქტივობებში ჩაერნენ პედაგოგები.

 

ღონისძიებას მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, სკოლამდელი საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ირმა გაბისონია და ცენტრის თანამშრომლები  ესწრებოდნენ.

 

ღონისძიება ყველა საბავშვო ბაღში ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით გაიმართა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner