logo_geo
eng_logo
როინ მეტრეველი: განათლება არ არსებობს მეცნიერების გარეშე!
- +

1 ივნისი. 2021. 17:54

 

 

„თანამედროვე საზოგადოება არაწიგნიერი გახდა“, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა „POST TV“- ის ეთერში განაცხადა.

 

„წინათ ხალხი წიგნებს ყიდულობდა და კითხულობდა. ენციკლოპედია, სადაც მე ვმუშაობდი, ტირაჟი გვქონდა 80 ათასი ცალი, უზარმაზარ ტირაჟი იყო. დღესაც გამოიცემა ახალი ენციკლოპედია და 1000 აქვს ტირაჟი. არ ყიდულობს ხალხი და არ კითხულობს. თანამედროვე საზოგადოება არაწიგნიერი გახდა. წინა საზოგადოებას გალაკტიონის ლექსი არ სცოდნოდა ან ლადო ასათიანის, სირცხვილი იყო. სუფრაზეც კი ვერ იქნებოდი, იმიტომ, რომ შეჯიბრი იყო.

 

თუ ქვეყანას არ აქვს მეცნიერება, განათლება ვერ ექნება. განათლება არ არსებობს მეცნიერების გარეშე. არ არსებობს ნაყიდი მეცნიერება.

 

საქართველოში 2000 წელს  50 ათას მეცნიერ-მუშაკზე გაიცემოდა ხელფასი. მათ შორის უნივერსიტეტში იყო 1500 მეცნიერი რეგისტრირებული. იყო სამოცამდე ინსტიტუტი, დღეს, იცით, რამდენია მეცნიერ-მუშაკთა რიცხვი? – 1920. ე.ი. 25-ჯერ შემცირდა მათი რიცხვი.

 

ჩვენ თუ არ ვუშველეთ ამას, 10-20 წლის მერე მეცნიერი აღარ გვეყოლება. მეცნიერება დროზეა საშველი“, - განაცხადა როინ მეტრეველმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner