logo_geo
eng_logo
შსს-მ დააკავა პირი, რომელიც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა
- +

1 ივნისი. 2021. 18:15

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ი. მ.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.

 

ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად, იძულების ღონისძიება გამოიყენა.

 

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner