ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე, ტელეკომპანია „პირველში“ ნათია მეზვრიშვილის ეთერს ეხმიანება და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი საკუთარ ტყუილებში იხლართება და მისი გადადგომის რეალური მიზეზი მელიას დაკავების საკითხი არ ყოფილა.
„რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ გახარია საკუთარ გუნდში და ტყუილებში იხლართება. აქამდე თუ ვიცოდით, რომ ის გადადგა, რადგან ვერ მიაღწია შეთანხმებას გუნდთან მელიას დაკავების საკითხზე, ახლა გვეუბნებიან რომ გადადგომა მანამდეც უნდოდა. ამიტომ, ამ ტყუილებში რადგან კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები ჩნდება, ხოლო პასუხების ნაცვლად მორიგ ტყუილებს ვისმენთ, ეს „გუნდი“ იმაზე უფრო მალე დაასრულებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია,“ - წერს სოციალურ ქსელში ვლადიმერ ბოჟაძე.