ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში არის გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის და ზოგადად, ენერგეტიკის დარგის დისკრედიტაციას.
„თავის დროზე ამ ადამიანთა ნაწილი ამბობდა, რომ მაგისტრალური გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვა პრობლემა არ იყო.
სიცრუეზე, დემაგოგიაზე დაფუძნებული განცხადებებით აქვთ სურვილი იმისა, წარმოაჩინონ, თითქოს საქართველოს მთავრობა ყველაფერს ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს, თითქოს ენერგეტიკაში არაფერი კეთდება, პროექტები არ ხორციელდება, კალაძე არის კორუმპირებული. ეს სრულიად გაუგებარი განცხადებებია, თუმცა, საზოგადოება ამ ადამიანებს ძალიან კარგად იცნობს. სხვათაშორის, ეს იმ ადამიანთა ნაწილია, ვინც საუბრობდა, რომ მაგისტრალის რუსეთზე მიყიდვა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ რუსეთიდან დამატებით ბუნებრივ აირს შევისყიდით, ეს არის პრობლემა და სამშობლოს ღალატი", - განაცხადა კახა კალაძემ.