ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„არიან ადამიანები, რომლებსაც სანამ ფეხზე წამოაყენებ და ხელს გაუმართავ, კვნესიან. გამოიყვან მდგომარეობიდან, გადააფიქრებინებ თავის მოკვლას, თავზე ხელს გადაუსვამ და პირველივე შეკითხვა ასეთია: იცი, მე ვინ ვარ?!
ამას წინებზეც მქონდა ერთი შემთხვევა და დეპრესიიდან გამოყვანილს ვიკთხე - მართლა ვინ ხარ-მეთქი?
ვინ ვარ და ახალგაზრდობაში ნოდარ ხადურს ვუყვარდი, ჩემზე გიჟდებოდა, მაგრამ უარი ვუთხარიო. თან ყელი მოიღერა და ზემოდან გადმომხედა.
ვაიმე, ბატონო ნოდარ, თქვენ არ იცით, რას ხართ გადარჩენილი. კიდევ კარგი, უარი გითხრათ ამ იდიოტმა..."- წერს ზედელაშვილი.