„თურქეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი სახელმწიფო, სტრატეგიული და ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
„თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შევხვდი.
მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და გამოვთქვი გულწრფელი სურვილი, მალე თბილისში ვუმასპინძლო.
თურქეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი სახელმწიფო, სტრატეგიული და ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.
მოუთმენლად ველი საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანაშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლებას.
ჩვენ ვართ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშავოთ და კიდევ ბევრი ერთობლივი პროექტი განვახორციელოთ“, - წერს პრემიერი.