logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: სამწუხაროდ, საქართველოში ოპონენტებზე თავდასხმა მიღებული პრაქტიკაა
- +

2 ივნისი. 2021. 00:29

 

„ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ ოპონენტების მხრიდან თავდასხმებს და ეს მიღებული პრაქტიკა გახდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ  საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლიტიკაში ახალი სახეებიც უნდა მოვიდნენ და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ჯანსაღი კონკურენცია შეძლონ.

 

„კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ რაც უნდა კარგი  გააკეთოს, საქართველოში მიღებულია, რომ მას აუცილებლად თავს დაესხან, გალანძღონ, ტყუილები მოუგონონ. ასე არ შეიძლება. თუნდაც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ ჩემი დადებითი შეფასება ბევრმა გაიკვირვა, რადგან ეს არ არის მიღებული პრაქტიკა. გამოდის, რადგან ოპონენტია მას აუცილებლად შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. მე გამიხარდება რაც მეტი ახალი სახე შემოვა პოლიტიკაში და შევძლებთ ჯანსაღ დებატებს, არა ისეთს, როგორიც დღეს არის.. ამას ხომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი შვილები უყურებენ. შესაბამისად, ყველას უჩნდება განცდა, რომ პოლიტიკა ბინძურია და აქ  სუფთა ადამიანები არ მოდიან. ეს დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner