logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ახლა „ნაცები“ პარლამენტში გინდ შეიტანეთ, გინდ გამოიტანეთ
- +

2 ივნისი. 2021. 01:13

 

„ახლა „ნაცები“ პარლამენტში გინდ შეიტანეთ, გინდ გამოიტანეთ“, - ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

 

უმრავლესობის წევრის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში ქვეყნის აქტუალურ პრობლემებზე მსჯელობა არ აინტერესებს.

 

„ხელსაც არ აწერენ მიშელის დოკუმენტს, რომელმაც ორივე მხარეს მოგვისმინა და თქვა, რომ გამოსავალი არის ერთ რამეში - 19-21 ივნისი უნდა გადაიფურცლოს. პირდაპირ გეტყვით, ჩვენ დიდი სიამოვნებით არ მოგვიწერია ხელი, იმიტომ რომ იქ არის ისეთი თემები, რაც ჩვენ უნდა დავთმოთ, მაგრამ ჩვენ გამოვედით ისევ სახელმწიფო ინტერესებიდან, იმიტომ რომ ეს კინკლაობა უნდა დამთავრებულიყო, ეს უაზრო „შემოვალ, არ გამოვალ“. ახლა ხელს არ აწერენ. იცით რატომ? იმიტომ რომ ფუნქცია დაკარგეს. თავისი ამომრჩევლების თვალშიც ფუნქცია დაკარგეს, პარლამენტში მათი შემოსვლის აზრიც დაიკარგა“, - განაცხადა ზარქუამ.

 

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner