„საქართველო ნატოს სამიტზე (ც კი) არ მიიწვიეს! ქართველი დეპუტატები კი წყლის პისტოლეტებით წუწაობენ!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„საქართველო და უკრაინა ნატოს სამიტზე არ მიიწვიეს!
საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადს შეიტანს!
საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვერ გახდება, თუ მანამდე ნატოს წევრი არ გახდა!
ამიტომ, - საქართველოს ევროპული მომავალი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში აქტიურობას ვერ გასცდება!
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსივე ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე) რუსეთის ჯარი დგას!
ევროკავშირი თვალსაწიერ მომავალში გაფართოებას არ გეგმავს!
ნატო თვალსაწიერ მომავალში ვერ გაფართოვდება!
საქართველო ნატოს სამიტზე(ც კი) არ მიიწვიეს!
ქართველი დეპუტატები კი წყლის პისტოლეტებით წუწაობენ!“, - წერს მძინარაშვილი.